უოტფორდმა აუტსაიდერს ვერ მოუგო - ჩაკვეტაძემ სრულად ითამაშა
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-18 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ აუტსაიდერ ქპრ-ს უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.
„უოტფორდი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც რიცხვებშიც აისახა, თუმცა მხოლოდ სტატისტიკა თამაშს ვერ იგებს. ტომ ქლევერლის გუნდმა რეალური საგოლე შანსები ვერ შექმნა, ბოლოს პასის მომენტში სიმწვავე აკლდებოდათ, რაც საბოლოოდ ტაბლოზეც აისახა.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, გიომ სასტარტოდან დაიწყო და სრულად ითამაშა. ტრადიციულად აქტიური იყო, გარღვევები, პასები, რამდენიმე დარტყმაც ჰქონდა, თუმცა როგორც მთლიანად გუნდს, არც ჩაკვეს რეალური მომენტი არ ჰქონია.
საბოლოოდ, ქართველმა შემტევმა შეფასების სახით 7.2 მიიღო, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი.
ამ ქულის შემდეგ, „უოტფორდი“ 30 ქულით მე-6 ადგილზეა და საპლეიოფო ზონაში იმყოფება. ჩაკვეს გუნდი მომდევნო ტურში 7 დეკემბერს „კარდიფს“ სტუმრად დაუპირისპირდება.