„წინასწარ ვიცოდით, რომ მოვიგებდით“ - მესიმ ბარსაში საუკეთესო მომენტები გაიხსენა
ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კლუბში თავის საუკეთესო მომენტებზე ისაუბრა.
„ჩემი 3 საუკეთესო მატჩები ბარსაში? ოჰ, ძნელია სამი მათგანის დასახელება, მაგრამ შემიძლია ჩემი სადებიუტო შეხვედრა დავასახელო, როცა ქვეყნის შეცვლა მომიწია, რთული დღეები იყო, მაგრამ ამ მომენტის ძიებაში ვიყავი და ამ ისტორიის წერა დავიწყე.
ასევე შემიძლია ვახსენო სეზონი, როცა 6 ტიტული მოვიგეთ. ეს სეზონი ყოველ დღე მსიამოვნებდა: ვარჯიში, მატჩები, გამოვდიოდი სათამაშოდ და ვიცოდი, როგორ დამთავრდებოდა შეხვედრა. ვიცოდით, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით, მაგრამ საკითხავი იყო, რა ანგარიშით დამთავრდებოდა. იმ წელს ჩვენ ყველაფრით კმაყოფილი ვიყავით.
მინდა ბარსელონას 125 წლის იუბილე მივულოცო. ჩემთვის უდიდესი სიამაყეა, რომ ამ კლუბის ნაწილი ვარ. ეს კლუბი სხვებისგან განსხვავდება. იღბლიანი ვარ, რადგან ღმერთმა შანსი მომცა და მომცა დრო, რათა ამ ულამაზეს ადგილას დრო გამეტარებინა“.
- განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ 2008/09 წლების სეზონში პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით „ბარსამ“ 6 თასი მოიგო: ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი.