გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

“სირცხვილია, არა ძალადობას“ - ქართველი ფეხბურთელების გამოხმაურება

საქართველოში არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ეხმაურებიან, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ.

ხვიჩა კვარაცხელია:

„მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია.

ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.

მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!“

გიორგი ჩაკვეტაძე:

„ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან. უნდა შეწყდეს ძალადობა! საქართველოს მომავალი არის ევროპა! ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა და მშვიდობისადმი ერთგულებას! ქართველებო თქვენს გვერდით ვარ!“

ბუდუ ზივზივაძე:

„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა, საქართველოს ადგილი ევროპაშია“

გიორგი მამარდაშვილი:

„სირცხვილია“

ზურიკო დავითაშვილი

„ძაან რთული საყურებელია. არა ძალადობას“

გიორგი ქოჩორაშვილი:

„საქართველო იმსახურებს ერთობას და სამართლიანობას. მტკივნეულია ვხედავდე როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული."

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სწორედ ამ მოვლენებს ეხმაურებიან ქართველი ფეხბურთელები. 

CrystalSport-ის გუნდი გმობს ყველანაირი სახის ძალადობას!! 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები