ხაბიბ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ადრე ჩვენც ვიხვეწებოდით - ხაბიბმა უმარი გაამხნევა

უმარ ნურმაგომედოვი უკვე რამდენიმე თვეა მერაბ დვალიშვილთან სატიტულო ბრძოლის ჩანიშვნას ითხოვს, რასაც აბსოლუტური უმრავლესობა სრულიად უსამართლოდ მიიჩნევს. მიზეზი მარტივია, ქამრის მოპოვებამდე ქართველმა „მანქანამ“ გზიდან ჩემპიონობის თითქმის ყველა პრეტედენტი ჩამოიცილა, მაშინ როდესაც დაღესტნელმა მებრძოლმა ტოპ-ხუთეულის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი დაამარცხა.

თავად უმარმა განაცხადა, რომ მას მისი ტიტულოვანი ნათესავი ხაბიბ ნურმაგომედოვი შეეხმიანა და გაამხნევა. ხაბიბმა უმარს მაგალითებად საკუთარი თავი და ისლამ მახაჩევი მოუყვანა და აღნიშნა, რომ თავის დროზე ისიც და ისლამიც ბრძოლების ჩანიშვნაზე იხვეწებოდნენ, ახლა კი ყველას მათთან დაპირისპირება სურს. ამით მან უმარი დაამშვიდა და მოუწოდა, რომ მშვიდად მოემზადოს და სათანადო შრომის შემთხვევაში, წარმატებები აუცილებლად მოვა.

შეგახსენებთ, რომ თავად მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ ნურმაგომედოვს მასთან ბრძოლა ჯერჯერობით არ დაუმსახურებია, თუმცა მაინც UFC-ის ხელმძღვანელების საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უფლება აქვს ის გააკეთოს, რასაც მოისურვებს“ - ყოფილი მებრძოლი მერაბზე
„უფლება აქვს ის გააკეთოს, რასაც მოისურვებს“ - ყოფილი მებრძოლი მერაბზე