„მამარდაშვილთან ის პირველი ვერ იქნება“ - კელეჰერი ბარსას სამიზნეა
მარკ ანდრე ტერ-შტეგენის ტრავმის შემდე, „ბარსელონაში“ მეკარის პოზიციაზე ახალი მოთამაშის დამატების საკითხი დადგა დღის წესრიგში.
ამჟამად გუნდის პირველი მეკარე ინიაკი პენია არის, რომელსაც გამოცდილება აკლია და ფლიკი მას სამომავლოდ პირველ ნომრად არ განიხილავს. ვოიცეხ შესნის კი როგორც ჩანს, „ბარსა“ კონტრაქტს არ გაუგრძელებს და ზაფხულში დაემშვიდობება. რთული წარმოსადგენია, რომ პოლონელი მესამე მეკარეობას დათანხმდეს და მთელი წელი სკამზე იჯდეს.
ესპანური El Nacional-ის ცნობით, ჰანსი ფლიკმა სპორტულ დირექტორ დეკუს კაოიმჰინ კელეჰერის შეძენა მოსთხოვა.
ალისონ ბეკერის ტრავმის შემდეგ, კელეჰერი ძირითადი მეკარეა და თავის შანსს იდეალურად იყენებს. ირლანდიელი მეკარე ფეხით კარგად თამაშითაც გამოირჩევა, რამაც „ბარსას“ ყურადღება მიიპყრო.
„ლივერპული ზაფხულში ალისონის გაყიდვას გეგმავს. კლუბმა უკვე გაიფორმა გიორგი მამარდაშვილი, რაც ცხადყოფს, რომ ენფილდზე კელეჰერი პირველი მეკარე ვერ იქნება. ამ ფაქტის გამო, ირლანდიელი მეკარე ზაფხულში გუნდის შეცვლას განიხილავს, რომ რეგულარული სათამაშო დრო მიიღოს. ფლიკი თვლის, რომ ეს არის სატრანსფერო ბაზარზე შესაძლებლობა, რომლის ხელიდან გაშვებაც არ ღირს.
ჰანსი ფლიკი კელეჰერს ორი რამისთვის აფასებს: ფეხით თამაში და ის ფაქტი, რომ მან შანსი თადარიგიდან მიიღო. ეს მის მომთმენ ხასიათზე და ძლიერ მენტალობაზე მიუთითებს“.
- წერს ესპანური გამოცემა.
ტერ შტეგენს მიმდინარე სეზონი გაუცდება და არავინ იცის როგორ ფორმაში დაუბრუნდება მოედანს. შესაძლოა ძველი ფორმის აღდგენა გაუჭირდეს კიდეც. გარდა ამისა, გერმანელს მაღალი ანაზღაურება აქვს და მისი გაყიდვით კლუბი ფინანსური ფეარ პლეის მხრივ კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდება.