ზაკ ლავინი
Aa
Aa

ჩიკაგოს რეკორდსმენი - ზაკ ლავინის მიღწევა

„ჩიკაგო“ NBA-ს უკანასკნელ შეხვედრაში „ბოსტონ სელტიქსთან“ (129:138) დამარცხდა, თუმცა „ბულსის“ ვარსკვლავისთვის ზაკ ლავინისთვის ეს შეხვედრა ნებისმიერ შემთხვევაში მაინც დასამახსოვრებელი იქნება. მან 35 წუთში 29 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რის შემდეგაც რეალიზებული სამქულიანების რაოდენობით ის „ხარების“ ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

ლავინმა „სელტიქსთან“ მატჩში პერიმეტრიდან 36-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა და „ჩიკაგოს“ შემადგენლობაში 1050 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდა, რითაც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. ზაკმა ისეთ ლეგენდებს გაუსწრო, როგორებიც 2003 წლის დრაფტის მეშვიდე ნომერი კირკ ჰაინრიხი (1049), კობი უაიტი (838), ბენ გორდონი (770) და სკოტი პიპენი (664) არიან.

29 წლის ამერიკელი კალათბურთელი „ჩიკაგოს“ 2017 წელს „მინესოტა ტიმბერვულვზიდან“ შეუერთდა, რის შემდეგაც მან ყველა ვარსკვლავის მატჩში ასპარეზობა ორჯერ მოასწრო. „ბულსი“ მიმდინარე სეზონში 8 მოგებითა და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეთერთმეტე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორლანდოს ზედიზედ მეხუთე - ბითაძე გუნდს მოგებაში დაეხმარა
ორლანდოს ზედიზედ მეხუთე - ბითაძე გუნდს მოგებაში დაეხმარა