ნონა გაფრინდაშვილი
Aa
Aa

გაფრინდაშვილის ვერცხლი - მსოფლიოს ჩემპიონატი პორტუგალიაში

ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს საჭადრაკო სამყაროს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მიღწევით დაამახსოვრა თავი - პორტუგალიაში გამართულ სენიორ მოჭადრაკეთა შორის გამართულ პლანეტის პირველობაზე ლეგენდარულმა ქართველმა +65 ასაკობრივ კატეგორიაში პირველ-მეორე ადგილები გერმანელ ბრიჯიტ ბურხარდთან გაიყო, მოწინააღმდეგეს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ სამი მოჭადრაკე გამოდიოდა. +50 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებს შორის სოფიო ტერელაძემ 6 ქულით მეცხრე ადგილი დაიკავა. ამავე ასაკობრივ კატეგორიაში მამაკაცებს შორის მიხეილ კეკელიძე 7 ქულით მერვე პოზიციაზე გავიდა. რაც შეეხება +65 ასაკს, ზურაბ სტურუას ანგარიშზე 7 ქულა და მეათე ადგილია.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის პირველი საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა