„კონტეს 3 ხელშეუხებელი: კვარა სიაშია, თუმცა მწვრთნელი ღელავს“
„ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ჰყავს სამი ხელშეუხებელი მოთამაშე, რომელსაც ის აწმყოსა და მომავლისთვის აუცილებლად მიიჩნევს.
კონტემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამომავლოდ უფრო ძლიერი გუნდის შექმნა სურს და მოსალოდნელ ტრანსფერებზე მინიშნება გააკეთა.
Areanapoli კონტეს 3 ხელშეუხებელ მოთამაშეზე წერს:
„კონტეს ჰყავს სამი ხელშეუხებელი მოთამაშე, რომელიც მას სურს იყოს მისი გუნდის აწმყოსა და მომავლის ნაწილი. მათ შორის არის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო. კაპიტანი ლიდერია მინდორზეც და გასახდელშიც.
მეორე ხელშეუხებელი არის სტანისლავ ლობოტკა. გუნდის ტექნიკურ და საჭადრაკო დაფაზე ის უცვლელი კადრია.
მესამე ხელშეუხებელია ხვიჩა კვარაცხელია. ანტონიო კონტე გასაგები შფოთვითა და მღელვარებით ადევნებს თვალს ფეხბურთელსა და კლუბს შორის ამოუწურავი მოლაპარაკებების ევოლუციას. მწვრთნელი იმედოვნებს, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ - ქართველი თავდამსხმელის ერთგულება და კლუბში დარჩენის სურვილი არც ისე აშკარაა“.
ბოლო დროს აშკარად გამოიკვეთა, რომ იტალიური პრესა კვარას თადარიგში აღმოჩენაზე და დავიდ ნერეშის მის ნაცვლად ძირითადში მოხვედრაზე ჭორებს ავრცელებდა. კონტე ხვიჩას 100%-ით ენდობა და მის მიმართ დიდ სიფრთხილეს იჩენს. მწვრთნელის სურვილი ქართველის შენარჩუნებაა, თუმცა ყველა კარგად ხვდება, რომ ეს ურთულესი იქნება.