საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია
Aa
Aa

ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო კიდევ ერთ ტურნირს უმასპინძლებს

2026 წელს საქართველო ვეტერან მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკეტში მიმდინარე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე ჩვენ ქვეყანას 144 დელეგატიდან 140-მა დაუჭირა მხარი და მოიწონეს ის განაცხადი, რომელიც დამსწრეებს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ნინო ჯერენაშვილმა წარუდგინა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ უდიდესი კონკურენციის პირობებში შეძლო საკუთარი კანდიდატურის დარეგისტრირება - მომზადდაა სპეციალური ვიდეო-კლიპი და პრეზენტაცია, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ტაშკენტში მიმდინარე კონგრესზე ვეტერან მოფარიკავეთა პლანეტის პირველობის მასპინძელის შერჩევის გარდა, კიდევ რამდენიმე თემაზე იმსჯელებენ, მთავარი საკითხი კი ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევა იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ამ მხრივ ბოლო პერიოდში არაერთ წარმატებას მიაღწია, რომელთა შორისაც უპირველესი გახლავთ ის, რომ 2025 წლის მთავარ მოვლენას სპორტის ამ სახეობაში, მსოფლიოს ჩემპიონატს სწორედ ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე გამარჯვება - თიბილაშვილის ბრინჯაო პარაოლიმპიადაზე
ბრწყინვალე გამარჯვება - თიბილაშვილის ბრინჯაო პარაოლიმპიადაზე