გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ორი გაშვებული გოლი და ერთი სეივი | მამარდას ვალენსიამ მალიორკასთან წააგო

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „მალიორკას“ დაუპირისპირდა. „ღამურები“ იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 1:2 დამარცხდნენ.

შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა. „მალიორკას“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ლუის რიოხამ გამოიყენა და საკუთარი გუნდი დააწინაურა - 1:0.

36-ე წუთზე, მამარდაშვილმა პირველი სეივი მიითვალა. ქართველი გოლკიპერის კარს კაილ ლარინი დაემუქრა, მაგრამ გიორგიმ პოზიცია კარგად შეარჩია და დარტყმა მოიგერია.

პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე, „მალიორკამ“ წონასწორობა აღადგინა. ლარინმა „ვალენსიას“ მაინც გაუტანა და შესვენებაზე ანგარიში თანაბარი გახლდათ - 1:1.

მეორე ნახევარში, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა ვიხილეთ. 81-ე წუთზე, აბდონ პრატსმა თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.

ცნობისთვის, „ვალენსიას“ 10 ქულა დარჩა და გასავარდნ ზონაში იმოფება. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს გამართავენ და „მესტალიაზე“ „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა იმედგაცრუებული იყო, მაგრამ...“ - კონტემ ხვიჩაზე ისაუბრა
„კვარა იმედგაცრუებული იყო, მაგრამ...“ - კონტემ ხვიჩაზე ისაუბრა