„ამით მოგებული ჩოგბურთი დარჩება“ - ნოლე მარეისთან თანამშრომლობაზე
რამდენიმე დღის წინ ჩოგბურთის მოყვარულებისთვის საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი ინფორმაციაც გავრცელდა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირად მწვრთნელად ბრიტანელი ენდი მარეი აიყვანა, რომელიც წლების მანძილზე კორტზე მისი კონკურენტი იყო. რატომ შეაჩერა ლეგენდარულმა სერბმა არჩევანი შოტლანდიელზე, ამასთან დაკავშირებით მან Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
 
რა თქვა ჯოკოვიჩმა
 
მომდევნო სეზონზე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ჩემს კარიერაში ახალი ეტაპის დაწყების დრო მოვიდა. მარტში შევწყვიტე ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობა გორან ივანიშევიჩთან და მქონდა ნახევარი წელიწადი იმაზე დასაფიქრებლად მჭირდებოდა თუ არა ახალი მწვრთნელი და თუ მჭირდებოდა, როგორი უნდა ყოფილიყო.
გადავხედე უამრავ კანდიდატურას და მივხვდი, რომ იდეალური მწვრთნელი იქნებოდა ის, რომელსაც ჩემთან მიახლოებული გზა ექნებოდა გავლილი და დიდი სლემის ტურნირების მოგების გამოცდილებითაც მდიდარი უნდა ყოფილიყო. უცბად ენდი მარეი გამახსენდა და როდესაც დავუკავშირდი, ის სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. რამდენიმე დღე დამჭირდა მის დასარწმუნებლად და საბოლოოდ დავითანხმე.
ჩვენმა კოლაბორაციამ შესაძლოა ბევრი გააოცა, მაგრამ ეს ჩოგბურთისთვისაც ძალიან სასარგებლო იქნება. ის იყო ერთ-ერთი უპირველესი მეტოქე ჩემთვის და ერთი სული მაქვს როდის გავალ კორტზე და როდის მივიღებ მისგან საჭირო მითითებებს.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი მოგებული დიდი სლემის ტურნირების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენია. ენდი მარეიმ კი უიმბლდონის გათამაშება 2013 და 2016 წელს, ხოლო ამერიკის ღია პირველობა 2012 წელს მოიგო.