მაურიციო სარი
Aa
Aa

სარის დაბრუნება სურს - მაურიციო საზღვარგარეთ მიდის

მაურიციო სარი 2024 წლის მარტის შემდეგ უმუშევარია - რვა თვის წინ ის რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს და მცირეხნიანი ტაიმ-აუტი აიღო, რომელსაც როგორც ჩანს სულ მალე დაასრულებს. ცნობილი იტალიური ვებ-გვერდის, Radiomercato-ს ინფორმაციით, 65 წლის სპეციალისტი უახლოეს მომავალში ბელგრადში ჩავა და სერბეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის ჩაბარების თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს.

ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება საუბრები იმის თაობაზე, რომ დრაგან სტოიკოვიჩს სერბეთის ნაკრების დამრიგებლის პოსტს დაატოვებინებენ, რადგან მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ვერც ევროპის ჩემპიონატზე და ვერც ერთა ლიგაზე სათანადოდ ხარისხის ფეხბურთი ვერ აჩვენა. თანაც, დარჩენის დიდი სურვილი არც ამ უკანასკნელს გააჩნია, რადგან საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბი სარფიან წინადადებას სთავაზობს და სავარაუდოდ სამშობლოში აღარ დარჩება.

რაც შეეხება სარის, ის სერბეთის ნაკრებში მუშაობას დიდი ენთუზიაზმით ხვდება, რადგან თვლის, რომ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გარშემო, რომელსაც ის თავის დროზე „ლაციოში“ ავარჯიშებდა, ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება სრულიად შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამარხული “უკანასკნელი მოჰიკანები“ - რატომ გაქრა ფეხბურთიდან 10 ნომერი?
დამარხული “უკანასკნელი მოჰიკანები“ - რატომ გაქრა ფეხბურთიდან 10 ნომერი?