გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლაციო ევროპა ლიგის მთავარი ფავორიტია | რომელ ადგილზეა მიქაუტაძის ლიონი?

ევროპა ლიგის მეხუთე ტურის დასრულების შემდეგ, Opta-მ ტურნირის ფავორიტები დაასახელა. პირველ ადგილს „ლაციო“ იკავებს, რომელსაც გაჩემპიონების 21.4-პროცენტიანი შანსი აქვს. „არწივებს“ „ტოტენჰემი“ მოსდევს (16.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზე „ბილბაოს“ ვხედავთ (8.8 პროცენტი).

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ მეათე გახლავთ. Opta-ს მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის გუნდს ტურნირის მოგების 4.2-პროცენტიანი შანსი აქვს. იმის ალბათობა, რომ „ლიონი“ მეოთხედფინალში გავა 40.8 პროცენტია, ნახევარფინალში - 19.1, ფინალში - 8.4.

„ლიონზე“ წინ „პორტუ“, „აინტრახტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „გალათასარაი“ და „სლავიაც“ იმყოფებიან. ფრანგულლ კლუბს „რომა“, „სოსიედადი“, „ანდერლეხტი’, „ნიცა“, „ფენერბაჰჩე“, „პლზენი“, „ბოდო გლიმტი“, „ოლიმპიაკოსი“, „ტვენტე“ და „ჰოფენჰაიმი“ მოჰყვებიან.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ, „ლიონს“ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. ფრანგული კლუბი, ევროპა ლიგაზე, მომდევნო შეხვედრას 12 დეკემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა არ გვაქვს“ | ლიონის თავკაცი მიქაუტაძე-ლაკაზეტზე
„ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა არ გვაქვს“ | ლიონის თავკაცი მიქაუტაძე-ლაკაზეტზე