3 გოლი 2 მატჩში - ვინისიუსი ნოემბრის საუკეთესოა
ვინისიუს ჟუნიორი ესპანეთის ლა ლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მართალია, მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, თუმცა 3 გოლის გატანა და 1 შედეგიანი გადაცემის შესრულება მაინც მოასწრო.
24 წლის შემტევმა ჰეთ-თრიკი 9 ნოემბერს, „ოსასუნასთან“ (4:0) საშინაო შეხვედრაში შეასრულა, ხოლო 24 ნოემბერს „ლეგანესთან“ ასისტი კილიან მბაპეს გაუკეთა, თუმცა ეს შეხვედრა მისთვის არცთუ კარგად გასახსენებელია, რადგან დაშავდა და წინასწარი ვარაუდით, სამი კვირის გამოტოვება მოუწევს.
მთლიანობაში მის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 18 მატჩში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. „რეალთან“ ხელშეკრულება ვინის 2027 წლამდე აკავშირებს, რომლის მიხედვითაც მისი სატრანსფერო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.