პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„სიტიში დარჩენა ნამდვილად მსურს, მაგრამ... “ - რას ამბობს გუარდიოლა

„მანჩესტერ სიტის“ თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ კლუბის ბოლოდროინდელ წარუმატებლობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სიტუაციის გამოსწორება შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში თანამდებობაზე აღარ დარჩებოდა.

რა თქვა პეპ გუარდიოლამ:

„რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია სასიამოვნო არაა, მაგრამ ყოველთვის წითელ ხალიჩაზე ვერ ივლი, ან ვინ ელოდება, რომ ყველაფერი ყოველთვის მარტივი იქნება? ახლა საკუთარი შესაძლებლობები უნდა დავამტკიცო.

როდესაც 9, 10, 11-წლიანი კარიერა გაქვს, ყველანაირ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდე. 5 თამაში წავაგეთ, ბოლო კი უნდა მოგვეგო, მაგრამ ფრედ დავასრულეთ, ასეთი რამ ფეხბურთში ხანდახან ხდება. ამას უნდა შევეგუოთ. არაა საჭირო წუწუნი ან სხვისი დადანაშაულება. საკუთარ პასუხისმგებლობას არ უნდა გავექცეთ. ყველაფერი მე მაწევს მხრებზე და ეს ძალიან მინდა.

როცა „სიტიში“ ხარ, თამაშები უნდა მოიგო. თუ არ იგებ, პრობლემები გექმნება. ხალხი კითხულობს, რატომ არ გაუშვეს თანამდებობიდან პეპი? პასუხი მაქვს მათთვის: კლუბში მენდობიან იმის გამო, რაც ბოლო 8 წელიწადში გავაკეთეთ. აქ დარჩენა ნამდვილად მსურს, თუმცა როგორც კი დავინახავ, რომ სარგებელი აღარ მომაქვს, ჩემს ადგილს სხვა დაიკავებს“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ 6 მატჩია ვერ იგებს - 5 წაგება და 1 ფრე. პეპ გუარდიოლას გუნდს მომდევნო შეხვედრა სტუმრად „ლივერპულთან“ ელის. მატჩი 1 დეკემბერს გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ 22 ნოემბერს „მანჩესტერ სიტიმ“ პეპ გუარდიოლასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - კატალონიელი სპეციალისტი „ეტიჰადზე“ კიდევ ორი სეზონით დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოსავალი უნდა ვიპოვოთ - ეს ჩემი ვალია“ - გუარდიოლა ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ
„გამოსავალი უნდა ვიპოვოთ - ეს ჩემი ვალია“ - გუარდიოლა ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ