კევინ გარნეტი
Aa
Aa

„გასახდელში ხმის ამოღება არ შეუძლიათ“ - გარნეტის კრიტიკა დენვერის ლიდერებს

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი კევინ გარნეტი, რომელიც NBA-ს ჩემპიონი „ბოსტონ სელტიქსში“ თამაშისას 2008 წელს გახდა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შეხვედრებს თვალს სისტემატურად ადევნებს და მისი მხრიდან ნებისმიერი მატჩის ანალიზი საინტერესოა. გარნეტს ამჯერად საკუთარი აზრის გამოთქმა „დენვერზე“ ჰკითხეს და საკმაოდ კრიტიკული შეფასება გამოუვიდა

რას ამბობს გარნეტი

მგონი ნაგეტსში რასელ უესტბრუკის გარდა ლიდერული თვისებებით დაჯილდოებული კალათბურთელი არ მოიძებნება. როდესაც ნიკოლა იოკიჩი და ჯამალ მიურეი ხარ, ასეთ დონეზე თამაშობ, კრიტიკულ მომენტში გასახდელში თანაგუნდელებისთვის ერთი-ორი სიტყვის თქმა უნდა შეგეძლოს.

ფაქტია, „დენვერს“ კოლდუელ-პოუპი, ბრიუსი, მანამდე კი ბრაუნი გუნდისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი გამოდგა. მერწმუნეთ, კლუბს დაკარგული აქვს ის საჩემპიონო კალიბრი, რითაც წარმატებას წინა სეზონებში აღწევდა.

გარნეტმა NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩში 15-ჯერ ითამაშა, 2003 წელს კი ALL STAR-ის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა. გარდა კლუბში მიღწეული წარმატებისა, მან ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების შემადგენლობაში 2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშები მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სოლიდური იყო“ | ვემბანიამამ მამუკელაშვილი შეაქო
„სოლიდური იყო“ | ვემბანიამამ მამუკელაშვილი შეაქო