ქალთა ნაკრების მარცხი უელსთან - წინ ლიეტუვასთან მატჩია (U19)
ქალთა შორის UEFA-ს 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უელსმა ათი ფეხბურთელით დარჩენილ საქართველოს 4:0 მოუგო.
ანგარიში 38-ე წუთზე შარლოტა უილიამსმა გახსნა, 42-ე წუთზე თინათინ ამბალიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ლავრენტი დავითაშვილის გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა.
პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე ემილი კოულმა ანგარიში ორამდე გაზარდა. 62-ე წუთზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ფიონ ბოუენმა გაუტანა, 66-ე წუთზე თიგან სკარლეტმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ხაჭაპურიძე, კალოიანი, ცეცხლაძე, ჯოჯუა, კანკია (მამფორია 57), კვირკვაია, ამბალია, ხელაშვილი (კაკულია 63), ჩიქოვანი (კ) (ბულია 65), მეტონიძე, ბუხრიკიძე
2 ტურის შემდეგ უელსი 6 ქულით ლიდერია, ბოსნია და ჰერცეგოვინამ 3 ქულა დააგროვა, ისევე როგორც საქართველომ. ლიეტუვა 9 ქულით აუტსაიდერია. საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა სამი ქულა პირველ ტურში ბოსნია და ჰერცეგოვინასთან კესო მეტონიძის ლამაზი გოლით მოიპოვა.
მესამე ტურში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლიეტუვას შეხვდება, თამაში 2 დეკემბერს, 16:00 საათზე დაიწყება.
A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.