გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი, პიერ საჟი
Aa
Aa

„ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა არ გვაქვს“ | ლიონის თავკაცი მიქაუტაძე-ლაკაზეტზე

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ფრანგული კლუბის თავკაცს შეკითხვა გიორგი მიქაუტაძისა და ალექსანდრ ლაკაზეტის შესახებ დაუსვეს და საჟმა განაცხადა, რომ ისინი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ.

„ყოველთვის ვთვლიდი, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე პრობლემა არ გვქონია, უბრალოდ სეზონის ერთ-ერთი ფაზა იყო. მჯეროდა, რომ ისინი მომენტს იპოვიდნენ და ახლა, ორივე მათგანს პროგრესი აქვს. თუმცა, გოლი რომ ვერ გაიტანონ, ეს საკითხი კვლავინდებურად განხილვის თემად იქცევა.

მიქაუტაძისა და ლაკაზეტის ეფექტურობას სეზონის ბოლოს შევაჯამებთ. ერთმა მათგანმა 40 გოლი რომ გაიტანოს და მეორემ - რვა, პრობლემა არ მექნება. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდი და გუნდის წარმატებაა. შეუძლიათ თუ არა, ერთად თამაში? ეს იდეა წარმატებით გამოიცადა. ამ მომენტისთვის, ან ერთი თამაშობს ან მეორე. მთავარი როტაციაა, რომელიც მათ განსხვავებულ ენერგიას მისცემს და საშუალებას მოგვცემს, გამოწვევებს სხვადასხვანაირად გავუმკლავდეთ. მათი წყალობით, ლიონი მეტოქეებისთვის არაპროგნოზირებადი გუნდი ხდება და ეს ჩვენს სიძლიერედ მიმაჩნია და არა სისუსტედ.

მიქაუტაძე ისევ ძირითადში? ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, პრიორიტეტს რას ვანიჭებთ. დიახ, გიორგიმ ყარაბაღს ორი გოლი გაუტანა და შეიძლება, მის სასტარტოში დაყენებაზე დაფიქრება, მაგრამ მეორე მხრივ, გვყავს დასვენებული ლაკაზეტი, რომელსაც გუშინ ერთი წუთიც არ უთამაშია. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე კარგი ვარიანტია და როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, არჩევანს მეტოქე გუნდიდან გამომდინარე აკეთებ“.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგაზე, „ყარაბაღთან“ მატჩში, მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. L’Equipe-მა გიორგი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და გულშემატკივრებმა საჟის მოუწოდეს, მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასპინალი მომდევნო 2-3 ბრძოლას წააგებს, ჩემი მემკვიდრეობა კი...“ | ჯონსი
„ასპინალი მომდევნო 2-3 ბრძოლას წააგებს, ჩემი მემკვიდრეობა კი...“ | ჯონსი