„კვარა იმედგაცრუებული იყო, მაგრამ...“ - კონტემ ხვიჩაზე ისაუბრა
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის გუნდის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
რა თქვა კონტემ:
„კვარაცხელია იმედგაცრუებული იყო, მაგრამ მე მშვიდად ვარ. კვარა მუდმივად უმატებს, განსაკუთრებით მონდომებისა და გამბედაობის ნაწილში. ის იმედგაცრებული იყო, იმიტომ რომ ორი კარგი შანსი ჰქონდა „რომასთან“. მას განვითარება სურს, ჯერ მხოლოდ 23 წლისაა.
კვარა ბურთთან კარგად გამოიყურება, კარგად უგებს პარტნიორებს, მოედანზე მასში მე ვხედავ ფეხბურთელს, რომელსაც წინ ნაბიჯის გადადგმა სურს. ის კარგი ბიჭია, რომელსაც ესმის, რომ კიდევ შეუძლია მომატება და ამიტომ მუშაობს ძალიან ბევრს, რათა ტოპ დონეს მიაღწიოს“.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს „ნაპოლი“ 1 დეკემბერს, სტუმრად, „ტორინოს“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, კვარაცხელიას აქტივში მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.