მსურველი პრემიერ ლიგიდან | მიქაუტაძეს ინგლისური კლუბი აკვირდება
ესპანური გამოცემა, Fichajes-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ გიორგი მიქაუტაძე ინგლისური კლუბის რადარზე იმყოფება. „ლიონს“ ფინანსური პრობლემები აქვს და არის შანსი, ზამთარში გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს.
როგორც Fichajes-ი იტყობინებინა, შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი მიქაუტაძე იყოს. „ლიონში“ მიმდინარე პროცესებს „ვესტ ჰემი აკვირდება“ და „ჩაქუჩებს“ შეტევების გაძლიერება სურთ, 24 წლის თავდამსხმელი კი მათ სიაში იმყოფება.
ლონდონელები თვლიან, რომ მიქაუტაძე საინტერესო ვარიანტია და მისი სისწრაფე და სათამაშო სტილი პრემიერ ლიგას კარგად მოერგება. გიორგის „ვესტ ჰემს“ აქამდეც უკავშირებდნენ და „ჩაქუჩები“ მას „მეცში“ ყოფნისას აკვირდებოდნენ, თუმცა, მაშინ ტრანსფერი არ გამოვიდა და „ლიონმა“ ყველას აჯობა.
ცნობისთვის, La Tribune Olympienne-ის მიხედვით, „ლიონში“ განვითარებულ მოვლენებს „მარსელიც“ აკვირდება და შესაძლოა, ქართველი თავდამსხმელის გადაყვანა სცადოს. გიორგის მიმდინარე სეზონში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მაგრამ „ყარაბაღთან“ მატჩში დუბლი გაიფორმა და დაამტკიცა, რომ მეტ შანსს იმსახურებს.