მორიგი აღიარება | მამარდას ფიფას წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა შეუძლია
FIFA-მ The Best FIFA Football Awards 2024-ის ნომინანტების სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.
მართალია, მამარდა საუკეთესო მეკარის ჯილდოზე ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა, და ამ წოდებისთვის ლუნინი (რეალი/უკრაინა), რაია (არსენალი/ესპანეთი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი/ბრაზილია), მარტინესი (ასტონ ვილა/არგენტინა), დონარუმა (პსჟ/იტალია), მენიო (მილანი/საფრანგეთი) და სიმონი (ბილბაო/ესპანეთი) იბრძოლებენ, მაგრამ მამარდას წლის სიმბოლურ გუნდში მოხვედრის შანსი აქვს და ამისთვის გულშემატკივრების აქტიურობაა საჭირო.
კერძოდ, საჭიროა მითითებულ ბმულზე შესვლა და რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც თითოეულ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, სამი მოცემული სათამაშო სქემიდან ერთი შეარჩიოს და საკუთარი სიმბოლური გუნდი ჩამოაყალიბოს. მამარდას კონკურენტები სიმბოლურ გუნდში მოხვედრისთვის იქნებიან: ლუნინი, რაია, ბონუ, ედერსონი, მარტინესი, დონარუმა, მენიო, ზომერი, უილიამსი და სიმონი. გამოკითხვა 10 დეკემბერს დასრულდება.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებენ დანი კარვახალი (რეალი/ესპანეთი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი/ნორვეგია), ფედერიკო ვალვერდე (რეალი/ურუგვაი), ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი/გერმანია), ჯუდ ბელინგემი (რეალი/ინგლისი), კილიან მბაპე (პსჟ/რეალი/საფრანგეთი), ლამინ იამალი (ბარსელონა/ესპანეთი), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი/არგენტინა), როდრი (მანჩესტერ სიტი/ესპანეთი), ტონი კროოსი (რეალი/გერმანია), ვინისიუსი (რეალი/ბრაზილია).
სხვა ჯილდოების ნომინანტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.