ჩემი განადგურებისთვის ყველაფერი გააკეთეს - ჰალეპი ITIA-ს დაუპირისპირდა
ქალთა შორის მსოფლიოს მეორე ჩოგანი იგა სვიონტეკი დოპინგზე ჩავარდნის გამო ერთი თვით დასაჯეს, სიმონა ჰალეპი - 12 თვით. 33 წლის ჰალეპი ამჟამად მსოფლიოს 883-ე ჩოგანია და აღშფოთებულია იმ გადაწყვეტილებით, რაც ITIA-მ მიიღო. ჰალეპმა ამ თემაზე Instagram-ში პირად პროფილზე დაწერა.
„ვზივარ და ვცდილობ გავიგო, მაგრამ ამის გაგება ჩემთვის შეუძლებელია. რატომ არის ამგვარად დიდი განსხვავება დოპინგის საქმესთან და მიღებლ ვერდიქტთან დაკავშირებით.
არ შემიძლია ამ კითხვაზე პასუხის პოვნა, არ ვფიქრობ რომ ლოგიკური პასუხი არსებობდეს. ეს შეიძლება მხოლოდ ცუდი იყოს ITIA-სგან, იმ ორგანიზაციისგან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩემი განადგურებისთვის, მიუხედავად იმისა რომ დამამტკიცებელი საბუთი მქონდა’’.
გასულ ზაფხულში, 23 წლის პოლონელი იგა სვიონტეკი დოპინგზე ჩავარდა, სასჯელი 1-თვიანი იყო. რაც შეეხება გრანდ სლემის ორგზის გამარჯვებულს, 33 წლის რუმინელი სიმონა ჰალეპი გაცილებით მკაცრად დასაჯეს, სასჯელი 1-წლიანია.
ITIA საერთაშორისო ჩოგბურთის გამაერთიანებელი სააგენტოა, რომელმაც ჰალეპთან და სვიატეკთან დაკავშირებით განსხვავებული ვერდიქტი გამოიტანა.