ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ასპინალი მომდევნო 2-3 ბრძოლას წააგებს, ჩემი მემკვიდრეობა კი...“ | ჯონსი

მძიმე წონაში UFC-ის ლეგენდარული ჩემპიონი, ჯონ ჯონსი ბრიტანელ ტომ ასპინალთან ჩხუბის შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„თუ გნებავთ, მიწოდეთ „იხვი“ მომდევნო წელს. საბოლოო ჯამში, ასპინალი მომდევნო 2-3 ბრძოლას წააგებს, ჩემი მემკვიდრეობა კი დარჩება MMA-ს ისტორიაში, როგორც ყველა დროის საუკეთესო“, - დაწერა ჯონსმა.

ჯონ ჯონსმა ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს, UFC 309-ზე გამართა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა.

ამ გამარჯვებით, ჯონსმა საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა. ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, „ბოუნსის“ მომდევნო მეტოქე სწორედ ასპინალი უნდა იყოს. თავად ჯონსი აცხადებს, რომ გამოცდილ ჩემპიონებთან სურს ჩხუბი და არა აღმასვლის გზაზე მყოფ მებრძოლებთან, რითაც მიგვანიშნებს, რომ ალექს პერეირასთან უნდა ძალების მოსინჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფავორიტი მებრძოლები UFC-ში | ტომ ასპინალის ტოპ 4-ში ილია თოფურიაცაა
ფავორიტი მებრძოლები UFC-ში | ტომ ასპინალის ტოპ 4-ში ილია თოფურიაცაა