კონორ მაკგრეგორი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ეს ალკოჰოლიკი, ნარკომანი და მოძალადე“ - მახაჩევი კონორზე

22 ნოემბერს, კონორ მაკგრეგორი დუბლინის უმაღლესმა სასამართლომ, სექსუალური ძალადობის საქმეზე, დამნაშავედ ცნო.

UFC-ის ორი წონის ყოფილ ჩემპიონს სექსუალურ ძალადობაში ნიკიტა ნი ლაიმჰინი ადანაშაულებს. 2018 წელს, კონორმა და მისმა მეგობარმა, ჯეიმს ლოურენსმა დუბლინში, ნი ლაიმჰინზე სექსუალურად იძალადეს.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი, რომელიც კონორის მისამართით კრიტიკას არ მოერიდა.

„ეს დროის საკითხი იყო, სანამ ეს ბინძური ნაძირალა გამოაშკარავდებოდა. ალკოჰოლიკი, ნარკომანი და + მოძალადე. კიდევ ბევრი ფაქტი გამოვა სააშკარაოზე, მერწმუნეთ".

- დაწერა მახაჩევმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაკგრეგორს პატიმრობა არ ემუქრება და მას მორალური ზიანის ანაზღაურება მოუწევს, რის მიხედვითაც დაზარალებულს 250 000 ევროს გადაუხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ხვიჩა დამირეკავს, დავფიქრდები“ - ილია ვახანია საქართველოს ნაკრებში თამაშზე
„თუ ხვიჩა დამირეკავს, დავფიქრდები“ - ილია ვახანია საქართველოს ნაკრებში თამაშზე