პლატინი მბაპეზე: ის მოედანზე დაკარგულია
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი და უეფას ექს პრეზიდენტი მიშელ პლატინი კილიან მბაპეს ბოლოდროინდელ თამაშს გამოეხმაურა.
მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა ბოლო 10 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, „ლივერპულის“ წინააღმდეგ თამაშის დროს კი მან პენალტი გააფუჭა.
„ვფიქრობ, ის მოედანზე დაკარგულია. დიდებული ჩემპიონი ყველა ჯერზე ფერფლისგან უნდა აღდგეს. ეს არის ის, რაც კილიანს დიდებულს გახდის“, - თქვა პლატინიმ L’Equipe-თან ინტერვიუში.
ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე გამოთქვა იმედია, რომ მბაპეს ამჟამინდელი მდგომარეობა მხოლოდ დროებითი დაცემაა ფრანგული ფეხბურთისთვის და პირადად მისთვის.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს 15 ქულით „ლივერპული“ იკავებს, „რეალი“ კი 6 ქულით 24-ე ადგილზეა.