შენგელიას 8 ქულა | ვირტუს ბოლონიას მე-10 მარცხი ევროლიგაზე
ევროლიგის მე-12 ტურში, „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „პარიზს“ დაუპირისპირდა. თორნიკე შენგელიას გუნდმა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო და 78:81 დამარცხდა.
„ვირტუს ბოლონიამ“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 24:21 მოიგო. მეორე ათწუთეული „პარიზის“ უპირატესობით წარიმართა და ფრანგები დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ - 44:38.
დასკვნით პერიოდში, „ვირტუს ბოლონიას“ ჩამორჩენა 14 ქულამდე ავიდა, თუმცა, იტალიურმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. შენგელიამ და კომპანიამ სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ ეს მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა.
A Parigi ancora una sconfitta negli ultimi minuti per la Virtus ❌ pic.twitter.com/FJdmtKwLqP
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) November 28, 2024
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21 წუთი და 36 წამი გაატარა. ამ დროში, მისი მონაგარი 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. შენგელიამ 3-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ 2 მოგება და 10 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა პოზიციას იკავებს. იტალიელთა მომდევნო მეტოქე „ბრეშა“ გახლავთ, რომელსაც 1-ელ დეკემბერს დაუპირისპირდებიან.