გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ბრწყინვალე პერფორმანსი“ | როგორ გამოეხმაურა LEquipe-ი მიქაუტაძის თამაშს

ევროპა ლიგის მე-5 ტურში, გიორგი მიქაუტაძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელის „ლიონი“ სტუმრად „ყარაბაღს“ დაუპირისპირდა და 4:1 იმარჯვა, მიქაუტაძე კი დუბლით გამოირჩა და ავტორიტეტულმა L’Equipe-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

„ცენტრფორვარდი, რომელიც პირველივე შანსს იყენებს და ამას მშვიდად, მარჯვენა ფეხით განხორციელებული ძალიან კარგი დარტყმით აკეთებს, ძალიან ძვირფასია. ქართველი თავდამსხმელი ძვირფასი იყო, რადგან ანგარიში გახსნა და ძვირფასი იყო იმიტომაც, რომ თავისუფალ პოზიციებში რჩებოდა და საჭირო გადაცემებს აკეთებდა. მაგალითად 35-ე წუთზე, როცა მომენტი შერკის შეექმნა და განსაკუთრებით მესამე გოლისას, როცა გიორგიმ ბენრაჰმას გამოზომილი პასი მიაწოდა.

მარცხენა ფეხით, მეკარისთვის თავზე გადაგდებულმა ბურთმა, რომელიც ორ ჰაეროვან ცრუმოძრაობას მოჰყვა, მიქაუტაძეს საშუალება მისცა, ბრწყინვალე პერფორმანსი მეორე გოლით დაეგვირგვინებინა. 4 გოლი მიმდინარე სეზონში და პირველი ევროპული გოლი ლიონის მაისურით“, - წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, მიქაუტაძემ კარისკენ 3-ჯერ დაარტყა და 5-დან 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. გიორგიმ 2 საკვანძო პასი გააკეთა და ბურთს 33-ჯერ შეეხო. Sofascore-მა მისი თამაში 8.8 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემპიონი არაა“ | რას ამბობენ იტალიაში კვარაცხელიაზე
„კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემპიონი არაა“ | რას ამბობენ იტალიაში კვარაცხელიაზე