მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„სასაცილოა, რომ ჰგონიათ, თითქოს მისი ეშინია“ | ალჯო მერაბსა და უმარზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „ალჯო“ „მანქანისა“ და უმარ ნურმაგომედოვის შესაძლო დაპირისპირებას გამოეხმაურა და მეგობარი დაიცვა.

„ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ მერაბს უმართან ჩხუბის ეშინია. ეს სასაცილოა. დვალიშვილი უბრალოდ პრინციპებს არ ღალატობს. მერაბი ამბობს, რომ მას უდიდესი ძალისხმევის გაწევა მოუხდა, რათა სატიტულო ბრძოლა მიეღო, უმარს კი ქამრის დასაკუთრების შანსს ერთი გამარჯვების გამო აძლევენ, რაც სიგიჟეა“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დეივისონ ფიგერედოს მოუგო. იანმა მერაბი გამოიწვია და „მანქანამ“ მასთან დაპირისპირებაზე თანხმობა განაცხადა, რაც უმარს ძალიან არ მოეწონა.

ცნობისთვის, უმარს ტოპ 5-ის მხოლოდ ერთი წევრი ჰყავს დამარცხებული და კორი სენდჰეგენს მოუგო, როცა დვალიშვილმა, საჩემპიონო ბრძოლამდე, მარლონ მორაესი, ჟოზე ალდო, პიოტრ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფა-ს განახლებული რეიტინგი | რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები
ფიფა-ს განახლებული რეიტინგი | რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები