„კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემპიონი არაა“ | რას ამბობენ იტალიაში კვარაცხელიაზე
„უდინეზესა“ და „ბოლონიას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დინო ფავამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფავას მიხედვით, „კვარა“ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემპიონი არაა და ლუჩანო სპალეტის სათამაშო სტილი მას ძალიან ეხმარებოდა.
„პირადად ჩემთვის, კვარა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემპიონი არაა. ის სპალეტის სტილით სარგებელს იღებდა და ბურთის დაჭერაზე ორიენტირებულ ნაპოლიში, მეტოქე გუნდების დაცვას გასაღებს უძებნიდა. კონტეს ფორმაციის გუნდში ძალიან უჭირს, რადგან ანტონიოს განსხვავებული სტილი აქვს და თან, მოწინააღმდეგეებმა კვარაცხელია შეისწავლეს.
ხვიჩას ქცევებიც არ მომწონს. როცა ცვლიან და მოედანს ტოვებს, თანაგუნდელებისა და მწვრთნელის მიმართ ყოველთვის ცუდი და აგრესიული დამოკიდებულება აქვს. გუნდი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას და გასამარჯვებლად ერთიანობა აუცილებელია. კვარას შემცვლელი რომ ვიყო, მოედანზე ოდნავ იმედგაცრუებული გავიდოდი, რადგან ფეხბურთელისგან, რომელსაც ვცვლი, მეტი გამხნევების მიღება მენდომებოდა“.
შეგახსენებთ, რომ „რომასთან“ მატჩში, კონტემ კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა და მოედანზე დავიდ ნერეში შეუშვა. La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით, ამ მომენტისთვის, „კვარას“ ადგილს საფრთხე არ ემუქრება და „ტორინოსთან“, ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს.