ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისმა აგენტმა პარი სენ-ჟერმენთან კონტაქტი განაახლა“ | RAI კვარას მომავალზე

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი იტალიური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. პოპულარული სატელევიზიო არხის, RAI Sport-ის ინფორმაციით, ქართველი გარემარბის გადაბირების სავარაუდო კანდიდატთა შორის „პარი სენ-ჟერმენიც“ დაბრუნდა.

RAI Sport-ის მიხედვით, „კვარას“ აგენტმა, მამუკა ჯუღელმა პარიზული კლუბის ხელმძღვანელებთან კონტაქტი განაახლა. „ნაპოლის“ ფეხბურთელს „პარტენოპეისგან“ ახალი ხელშეკრულება ჯერ არ მიუღია და ადგილსამყოფლის შეცვლას არ გამორიცხავს.

როგორც მოგეხსენებათ, „პარი სენ-ჟერმენის“ გარდა, კვარაცხელია კიდევ ორი გრანდის რადარზე იმყოფება. იტალიური და ესპანური გამოცემების ცნობით, მის გადაბირებაზე „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფიქრობენ. „ბლაუგრანა“ მზადაა, „კვარას“ სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღოს, „წითელი ეშმაკები“ 100-მილიონიან შეთავაზებასაც განიხილავენ.

ცნობისთვის, კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა და ჯუღელს სურს, განახლებულ ხელშეკრულებაში, გამოსასყიდ პუნქტში, სწორედ ეს თანხა ჩაიწეროს, რაზეც „პარტენოპეი“ უარს აცხადებს. ნეაპოლელთა მიზანი 100 მილიონი ევროს დაფიქსირებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დატოვეთ კელეჰერი! მამარდაშვილი მოიცდის“ - ლივერპულის ფანების რეაქცია
„დატოვეთ კელეჰერი! მამარდაშვილი მოიცდის“ - ლივერპულის ფანების რეაქცია