ფიფა-ს განახლებული რეიტინგი | რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები
ერთა ლიგის სანაკრებო პაუზის შემდეგ, FIFA-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა. ცვლილებები შეეხო საქართველოს ეროვნულ გუნდს, რომელმაც ბოლო ორი შეხვედრა უკრაინისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ნაკრებების წინააღმდეგ გამართა.
„ჯვაროსნებმა“ „ლურჯ-ყვითლებთან“ ფრედ ითამაშეს, ხოლო ჩეხეთში 1:2 დამარცხდნენ. შედეგად, ვილი სანიოლის გუნდი ერთი საფეხურით დაქვეითდა. საქართველოს ნაკრები 68-ე ადგილზე იმყოფება და ჩრდილოეთ მაკედონიამ გადაუსწრო, რომელმაც ორივე შეხვედრაში იმარჯვა.
FIFA-ს რეიტინგის ლიდერი არგენტინის ნაკრებია. „ალბისელესტეს“ საფრანგეთი მოსდევს. მესამე პოზიციას ესპანეთი იკავებს, ინგლისი და ბრაზილია კი მეოთხე და მეხუთე ადგილებზე იმყოფებიან. მეექვსე პორტუგალია გახლავთ, მეშვიდე - ნიდერლანდები, მერვე - ბელგია, მეცხრე - იტალია, მეათე - გერმანია.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს. ჩვენი გუნდის მეტოქე სომხეთი გახლავთ. პლეი-ოფის მატჩები 20 და 23 მარტს გაიმართება. პირველ მატჩს სანიოლის გუნდი სტუმრად ჩაატარებს, განმეორებითს კი შინ. გამარჯვებული 2026 წელს ერთა ლიგაში B დივიზიონში ითამაშებს.