ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი
Aa
Aa

ანკალაევი პერეირას: შენი დრო დასრულდა

ქვემძიმე წონაში UFC-ის რუსმა მებრძოლმა, მაგომედ ანკალაევმა ალექს პერეირას მიმართა.

ალექს, დატკბი ცხოვრებით, სანამ შეგიძლია. შენ დიდებული ჩემპიონი იყავი, მაგრამ შენი დრო დასრულდა, შეხვედრამდე!“, - დაწერა ანკალაევმა.

შეგახსენებ, რომ ნოემბრის დასაწყისში ალექს პერეირამ 8 დეკემბერს, მაგომედ ანკალაევთან ბრძოლაზე უარი თქვა.

როგორც მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, 2024 წელი მათთვის ისედაც ზედმეტად დატვირთული გამოდგა და ოქტაგონზე დაბრუნებას თებერვალზე ადრე არ აპირებენ.

პერეირამ ქვემძიმე წონის ჩემპიონის ტიტული გასული წლის ნოემბერში ირჟი პროხაზკასთან ბრძოლაში მოიპოვა და მას შემდეგ ქამარი სამჯერ დაიცვა - ჯამაჰალ ჰილთან, პროხაზკასთან რემატჩში და ერთი თვის წინ, ხალილ რანთრისთან ბრძოლაში.

დღის წესრიგში UFC 310-ზე ამ მებრძოლების დაპირისპირება მას შემდეგ დადგა, როდესაც ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ბელალ მუჰამადმა ტრავმა მიიღო და შავკატ რახმანოვთან შეხვედრაზე უარი თქვა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვების მიღება მისთვის არ შეიძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევს თუ მოუგებს, ილია ყველა დროის საუკეთესო გახდება“ - თოფურიას მწვრთნელი
„მახაჩევს თუ მოუგებს, ილია ყველა დროის საუკეთესო გახდება“ - თოფურიას მწვრთნელი