დინამოების დერბი, იბერიას ფრე და ტორპედო-დილას გამარჯვება | Crystalbet ეროვნული ლიგის მიმოხილვა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში 34-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც „დინამო თბილისი“ „დინამო“ ბათუმს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. გათამაშების ლიდერი, „იბერია 1999“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „კოლხეთი 1913“-ს შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. თავისი მატჩები მოიგეს „ტორპედომ“ და „დილამ“ და „იბერიასთან“ ჩამორჩენა შეამცირეს.
გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს 71 ქულით იბერია 1999 ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 67 ქულით ქუთაისის „ტორპედო“ იმყოფება, გორის „დილა“ კი 65 ქულით 65-ე ადგილს იკავებს.
„კრისტალსპორტი“ 34-ე ტურის მიმოხილვას გთავაზობთ: