გაფართოებული შემადგენლობა - შავი ლომი მზადებას იწყებს
საქართველოს სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ ევროპის ჩელენჯ თასის წლევანდელ გათამაშებას 7 დეკემბერს დაიწყებს. ქართველი მორაგბეების მეტოქე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე საფრანგეთის „ვანი“ იქნება. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა მომავალი თამაშისთვის გაფართოებული განაცხადი გამოაქვეყნა, სამატჩო შემადგენლობას კი ტრადიციულად თამაშამდე ორი დღით ადრე დაასახელებს.
ჯგუფურ ეტაპზე „ვანის“ გარდა, „შავი ლომის“ მეტოქე საფრანგეთის კიდევ ერთი კლუბი „ბაიონი“, უელსის „სკარლეტსი“, შოტლანდიის „ედინბურგი“ და ინგლისის „გლოსტერი“ იქნება. დებულების თანახმად, ექვსივე გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ოთხ-ოთხ თამაშს გამართავს, ორს შინ და ორს - სტუმრად. შესაბამისად, ერთ-ერთ მეტოქეს არ შხვდება და ქართველი მორაგბეებისთვის ამჯერად ასეთი „გლოსტერია“, რომელსაც შარშან „მიხეილ მესხზე“ უმასპინძლა და 10:15 წააგო. რაც შეეხება წლევანდელ სეზონში ჩვენი გუნდის პირველ მეტოქეს, „ვანი“ შარშანდელი მეორე დივიზიონის ჩემპიონი და შესაბამისად, TOP 14-ის დებიუტანტია.
როგორც უკვე მოგახსენეთ, რომ საქართველოს პირველი პროფესიული ფრენჩაიზი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ რაგბი ევროპის სუპერ თასი ზედიზედ მეოთხე მოიგო, ევროპის ჩელენჯ თასის წლევანდელ შეჯიბრებას 7 დეკემბერს დაიწყებს და „ვანთან“ საშინაო შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.
შავი ლომის შემადგენლობა
დავით აბდუშელიშვილი, კახა დარბაიძე, ვასილ კაკოვინი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გუგა ღანიაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, ნოდარ დოლიძე, დავით ხუროშვილი, თენგიზ პერანიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი, გიორგი სინაურიძე, გიორგი კერვალიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, შალვა აფციაური, ალექსანდრე თოდუა, აკა ტაბუცაძე, ამირან შვანგირაძე, იოანე მეტრეველი, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ლუკა მატკავა, ლუკა ცირეკიძე.