ზაზა ნადირაძე
Aa
Aa

ნადირაძე კიდევ ერთი ვადით - არჩევნები კანოეს ფედერაციაში

ფოთში ახლახანს გახსნილ სანიჩბოსნო ბაზაზე საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა გაიმართა. ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ნადირაძემ განვლილ ოთხ წელიწადში გაწეული საქმიანობის ანგარიში დამსწრე დელეგატებს წარუდგინა, რის შემდეგაც საარჩევნო ყრილობა ჩატარდა. დელეგატებმა ნადირაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს და პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას ის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც განაგრძობს.

ნადირაძემ უკანასკნელ წლებში გაწეული სამსახურისთვის ფედერაციის გენერალურ მდივან პაატა გუნიას და ვიცე-პრეზიდენტს ემზარ მალანიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, რომლებიც ამ თანამდებობებს 2016-2024 და 2023-2024 წლებში იკავებდნენ. ისინი მუშაობას აღარ განაგრძობენ და პრეზიდენტმა ახალი გუნდი წარადგინა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტების პოზიციაზე დელეგატებმა მიხეილ ბუჯიაშვილი და უჩა აბრამიშვილი, ხოლო გენერალურ მდივნად ნიკოლოზ ხატიაშვილი აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ნადირაძე 2018 წლის ევროპის ჩემპიონი და 2019 წლის მსოფლიოს თასის მფლობელია. საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაციას კი 2020 წლიდან ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არჩევნები ხელბურთის ფედერაციაში - მეიფარიანმა პოსტი შეინარჩუნა
არჩევნები ხელბურთის ფედერაციაში - მეიფარიანმა პოსტი შეინარჩუნა