კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

ნაბიჯი მესიმდე - კრიშტიანუ არ ჩერდება

კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრის“ შემადგენლობაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჰქონდა და სტუმრად „ალ-გარაფასთან“ (3:1) შეხვედრაში გამარჯვებაში დუბლით უდიდესი წვლილი შეიტანა. აგვისტოს მსგავსად, 39 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის ნოემბრის თვეც შედეგიანი გამოდგა და ყველა ტურნირზე როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე გამართულ ბოლო 5 თამაშში 6 გოლი გაიტანა.

რონალდუმ თავი „ალ-აიანთან“, პოლონეთის ნაკრებთან (დუბლი), „ალ-კადისთან“ და „ალ-გარაფასთან“ გამოიჩინა და ამ ექვსი გოლიდან პენალტით მხოლოდ ერთხელ, ხუთჯერ კი თამაშიდან გაიტანა. საინტერესოა, რომ „ალ-გარაფას“ კარს რონალდუს ძველი ნაცნობი სერხიო რიკო იცავდა, რომლის წინააღმდეგაც ესპანეთის ლა ლიგაში „რეალის“ მაისურით ექვსჯერ ითამაშა და გოლი მხოლოდ ერთ მატჩში ვერ გაუტანა.

გუნდის წარმატებასთან ერთად, კრიშტიანუმ პირადი სტატისტიკაც გაიუმჯობესა - მან კარიერაში რიგით 912-ე და 913-ე ბურთები გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საიუბილეო მე-1000 გოლამდე მხოლოდ 87 შედეგიანი დარტყმა აშორებს. 913 გოლიდან რონალდუმ 778 ბურით თავი საკლუბო დონეზე გამოიჩინა, 450 ბურთი კი მას შემდეგ გაიტანა, როდესაც 30 წელს გადასცდა. ბუნებრივია, პორტუგალიელის შედეგებს ყველა ადარებს მისი მარადიული მეტოქის ლიონელ მესის მაჩვენებლებთან - „ალ-გარაფას“ კარში გატანილი ორი გოლით კრიშტიანუმ კარიერაში 162-ედ შეასრულა დუბლი და „ელ მონგოლიკოს“ (163) სათოფეზე მიუახლოვდა, ჰეთ-თრიკების რაოდენობით კი რონალდუ მკვეთრად წინ არის - 66:59.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 17 მატჩში 39 წლის ვარსკვლავის ანგარიშზე 13 გოლია, საიდანაც 7 საუდის არაბეთის ჩემპიონატზე, 4 აზიის ჩემპიონთა ლიგაზე და 2 საუდის არაბეთის სუპერთასზე მოდის. შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონი რონალდუმ 50 ბურთით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ თურქეთში? - მოურინიომ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
რონალდუ თურქეთში? - მოურინიომ ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო