მსოფლიო ჩემპიონების წინააღმდეგ! - ბორჯღალოსნება ზაფხულის ტესტი დაგეგმეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩების სერიაზე პირველი შეხვედრა დაგეგმა.
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, „ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
„ბორჯღალოსნებისა“ და „სპრინგბოკსის“ ტესტ-მატჩი 19 ივლისს, სამხრეთ აფრიკაში გაიმართება, თუმცა, მასპინძელი ქალაქი და სტადიონი ჯერჯერობით, უცნობია.
ცნობისთვის, გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2021 წლის ივლისში შეხვდნენ და მაშინ, „სპრინგბოკსმა“ 40:9 გაიმარჯვა.