„დამსახურებული ჩემპიონია“ - უმარის მენეჯერი მერაბზე
უმარ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, რიზვან მაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შესაძლებლობები შეაფასა.
მისი თქმით, საჩემპიონო ქამარზე მერაბის მომდევნო მეტოქე 98%-ით უმარი იქნება.
„იცით, მე მერაბს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე მომწონს ეს ბიჭი და დიდი ხანია მას ვიცნობ. ის კარგი ადამიანია, ასევე როგორც მებრძოლი - მერაბი დამსახურებული ჩემპიონია.
ის ალჯო სტერინგის ხაზით მიდის და ჩემი აზრით, მერაბმა უნდა გადახედოს, თუ ვისგან იღებს რჩევებს მედიის მიმართულებით“, - თქვა მაგომედოვმა.
შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს, დვალიშვილის ანგარიშზე კი 22 შეხვედრიდან 18 მოგება და 4 მარცხია, თუმცა ქართველი „მანქანა“ დაღესტნელისგან განსხვავებით, UFC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელია.
ნურმაგომედოვმა ბოლოს 3 აგვისტოს, კორი სენდჰაგენის წინააღმდეგ იჩხუბა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.