„მახაჩევს თუ მოუგებს, ილია ყველა დროის საუკეთესო გახდება“ - თოფურიას მწვრთნელი
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევის დამარცხების შემთხვევაში ილია ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდება.
რას ამბობს ილიას მწვრთნელი:
„ყველაზე ხშირად ილიას სავარაუდო მეტოქეებად სამი მებრძოლი სახელდება. ისლამ მახაჩევთან ჩხუბი ილიას ლეგენდად აქცევს, კონორთან ჩხუბი ილიას დიდ ფულს მოუტანს, ხოლო თუ საუბარია ყველაზე დამსახურებულ მეტოქეზე, ეს ვოლკანოვსკია. ილია ნებისმიერ მათგანთან ჩხუბს დათანხმდება.
რა თქმა უნდა, პირადად მე ყველაზე მეტად ისლამთან ჩხუბისკენ ვიხრები, იმიტომ რომ მისი დამარცხების შემთხვევაში ილია ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ილიას მიღწევებზე ჩვენი შვილიშვილების შვილიშვილებმაც ილაპარაკონ. ვფიქრობ, ეს საუკეთესო ვარიანტია. მართალი გითხრათ, ილიასაც ყველაზე მეტად ისლამთან ჩხუბი და მისი ილეთით დამარცხება სურს, რაც ჯერ არავის გაუკეთებია“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული პირველად ოქტომბერში, მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბში დაიცვა.
რაც შეეხება მახაჩევს, ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია. მის ანგარიშზე MMA-ში გამართულ 27 ორთაბრძოლაში 26 მოგება და 1 მარცხია. მისი ერთადერთი წაგება 2015 წლით თარიღდება, როდესაც მახაჩევი ადრიანო მარტინსმა დაანოკაუტა.