კილიან მბაპე
Aa
Aa

„მას უკვე ფეხბურთელს ვერ უწოდებ“ - ფრანგი ჟურნალისტი მბაპეზე

RMC Sport-ის ჟურნალისტი დანიელ რიოლომ კილიან მბაპეს ამჟამინდელ ფორმაზე და მის თამაშზე ილაპარაკა.

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ლივერპულმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. 62 წუთზე ფრანგმა ფორვარდმა „ლივერპულის“ კარში დანიშნული პენალტი გააფუჭა.

გაცუდებული პენალტის გარდა, ჩანდა, რომ ამ ეს ბიჭია სრულიად დაკარგულია, მის თავში სრული ქაოსია. ისიც კი, თუ როგორ მოიპოვა ეს პენალტი. საშინელება იყო. ახლა მბაპე იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მას უკვე ფეხბურთელს ვერ უწოდებ. მოედანზე ის არაფერს აკეთებს, ვერაფერს აღწევს, სირბილიც კი არ შეუძლია - ის ფსკერზეა.

სჯობს, მან ახსნას, რატომ გრძნობს თავს ცუდად და რა ხდება მის თავს. თუ რამეს მალავს, დაე თქვას, იქნებ ხალხმა მას გაუგოს და რამე შეიცვალოს“. - თქვა რიოლომ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს 15 ქულით „ლივერპული“ იკავებს, „რეალი“ კი 6 ქულით 24-ე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
L’Equipe: მბაპეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
L’Equipe: მბაპეს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს