ხვიჩა კვარაცხელია, ილია ვახანია
Aa
Aa

„თუ ხვიჩა დამირეკავს, დავფიქრდები“ - ილია ვახანია საქართველოს ნაკრებში თამაშზე

რუსული „როსტოვისა“ და რუსეთის ნაკრების ქართული წარმომავლობის მცველმა, ილია ვახანიამ რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული მხარიდან მას ჯერჯერობით, არავინ დამკავშირებია.

საგულისხმოა, რომ ცოტა ხნის წინ, 23 წლის მცველს ცოტა ხნის წინ დებიუტი რუსეთის ნაკრებში ჰქონდა. ილია ვახანიამ ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

რას ამბობს ვახანია:

ვითამაშებ თუ არა საქართველოს ნაკრებში? ძნელი სათქმელია, ჩემი საფეხბურთო მოქალაქეობის საკითხი ჯერ მოგვარებული არ არის. საქართველოდან არავინ დამკავშირებია, კონტაქტი ჯერ არ ყოფილა. რუსეთის ნაკრებში კი უკვე ვითამაშე.

რას გავაკეთებ, თუ პირადად კვარაცხელია გამომიძახებს ნაკრებში? თუ დამირეკავს, დავფიქრდები (სიცილით.).

რას ვიტყოდი საქართველოს ნაკრებზე? საკმაოდ ძლიერი გუნდია. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იბრძვის და მათთან თამაში ყველა ფავორიტისთვის ძალიან რთულია. ევროპის ჩემპიონატზე სწორედ საქართველოს ვგულშემატკივრობდი და ყველა თამაშზე ძალიან ვნერვიულობდი. ძალიან მომწონს ეს გუნდი, მაგრამ ჯერჯერობით, საკუთარ თამაშსა და კარიერაზე ვარ კონცენტრირებული.

ცნობისთვის, ილია ვახანია რუსეთის ქალაქ სანტ-პეტერბურგში 2001 წლის 14 იანვარს დაიბადა და კარიერაც სწორედ ამ ქალაქის კლუბ „ზენიტში“ დაიწყო. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი ახლა „როსტოვის“ ღირსებას იცავს და ამ გუნდის მაისურით 2023 წლიდან 32 მატჩი ჩაატარა.

ილია ვახანია რუსეთის ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო და ეროვნულ ნაკრებში 2024 წლის ივნისში გამოიძახეს. 23 წლის მცველმა მთავარ ნაკრებში ჯერჯერობით 1 შეხვედრა ჩაატარა. ის მოედანზე ბელარუსის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის მაგარი მატჩი - შტურმის პირველი გამარჯვება ლიგაზე
კიტეიშვილის მაგარი მატჩი - შტურმის პირველი გამარჯვება ლიგაზე