ჯეიმს ჰარდენი
Aa
Aa

კიდევ 1 რეკორდი - ჰარდენმა ბრაიანტის მიღწევა გააუმჯობესა

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ სუპერ ვარსკვლავმა, ჯეიმს ჰარდენმა NBA-ის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა და კობი ბრაიანტის მიღწევა გააუმჯობესა.

სტატისტიკური პორტალის StatMamba-ს ინფორმაციით, ჰარდენმა გაასწრო ბრაინტს თამაშების რაოდენობით, რომელშიც სულ მცირე 30 ქულა მატჩის ნახევარში დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯეიმს ჰარდენმა NBA-ს სამი ლეგენდის მიღწევა გაიმეორა, რომლებიც მცველის პოზიციაზე თამაშობდნენ.

კერძოდ, ამერიკელმა კალათბურთელმა კარიერის განმავლობაში 26 000-ზე მეტი ქულის მოგროვება შეძლო, რაც მანამდე მხოლოდ კობი ბრაიანტმა, მაიკლ ჯორდანმა და ოსკარ რობერტსონმა შეძლეს.

35 წლის ჰარდენი „ლოს ანჯელეს კლიპერსში“ ზუსტად 1 წლის წინ გადავიდა. მანამდე ის „ფილადელფია სევენთი სიქსერსში“ თამაშობდა.

„წვერას“ სანაცვლოდ „ფილადელფიამ“ მარკუს მორისი, ნიკ ბატუმი, რობერტ კოვინგტონი და კეიჯეი მარტინი მიიღო. „კლიპერსმა“ 2028 წლის პირველი რაუნდის პიკი, მეორე რაუნდის ორი პიკი და პიკების გაცვლის უფლება დათმო, ჰარდენთან ერთად კი პიჯეი ტაკერი და ფილიპ პეტრუშევი გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ჰარდენსა და „ფილადელფიას“ ხელმძღვანელებს შორის უაღრესად დაძაბული ვითარება იყო. სეზონის დასრულების შემდეგ, „წვერამ“ „სიქსერსის“ საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტს, დარილ მორის მატყუარა უწოდა და გუნდთან ერთად წინასასეზონო მზადება არ გაიარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორმაგი დუბლი ჩიკაგოსთან - გოგას მაგარი მატჩი და ორლანდოს ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ორმაგი დუბლი ჩიკაგოსთან - გოგას მაგარი მატჩი და ორლანდოს ზედიზედ მე-4 გამარჯვება