„იანვარში მისი გაყიდვა არ შეიძლება“ | Football League World ჩაკვეზე
ცნობილი ბრიტანული გამოცემა Football League World-ი „უოტფორდის“ ბოლო დროინდელ შედეგებზე წერს და გუნდის ქართველ ნახევარმცველზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე ამახვილებს ყურადღებას.
რას წერს გამოცემა:
„ქართველის მიმართ უკვე არსებობს ინტერესი პრემიერლიგიდან, კერძოდ კი „ვულვერჰემპტონიდან“, რომელიც მზადაა, ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.
25 წლის ქართველმა „უოტფორდთან“ 5-წლიანი კონტრაქტი სექტემბერში გააფორმა, მანამდე კი საქართველოს ნაკრებთან ერთად შთამბეჭდავი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა.
შემტევი, რომელსაც შეუძლია როგორც ფლანგზე, ასევე ფორვარდის უკან თამაში, მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა და თუ „ონავრები“ პრემიერლიგაში გადასასვლელ ზონაში დარჩებიან, ჩაკვეტაძე არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაყიდონ“.
გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 17-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა (ტომ ქლევერლიმ ექვს შეხვედრაში შეცვალა და მხოლოდ სამ მატჩში ათამაშა 80 წუთზე ნაკლები), მის აქტივში 1 გოლი და 4 საგოლე პასია.