მამუკელაშვილის სპურსი ლებრონის ლეიკერსთან დამარცხდა
NBA-ის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლა. მატჩი მამუს გუნდის მარცხით, 101:119 დასრულდა.
სანდროს გრეგ პოპოვიჩმა მცირე სათამაშო დრო გამოუყო: 3:33 წუთში მამუმ 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. მამუმ ორიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო.
მამუს საუკეთესო მომენტები:
„სპურსის“ რიგებში 20 ქულით, 10 მოხსნითა და 2 ასისტით ყველაზე შედეგიანი ვიქტორ ვემბანიამა იყო. აღსანიშნავია ლებრონ ჯეიმსის თამაშიც, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 16 ქულა, 10 მოხსნა და 11 ასისტი.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ ანგარიშზე 10 მოგება და 9 წაგებაა. „სპურსი“ დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს იკავებს და მისი მომდევნო მეტოქე „საკრამენტო ქინგსი“ გახლავთ, რომელსაც 2 დეკემბერს დაუპირისპირდება.