ლივერპულმა რეალი გაანადგურა - მბაპემ და სალაჰმა პენალტები გააფუჭეს
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ლივერპულმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
ანგარიში 52-ე წუთზე, ალექსის მაკ ალისტერმა გახსნა. 62 წუთზე კილიან მბაპემ „ლივერპულის“ კარში დანიშნული პენალტი გააფუჭა, 70-ე წუთზე კი 11-მეტრიანი მოჰამედ სალაჰმა გააცუდა.
76-ე წუთზე სტუმრების კარში მეორე გოლი კოდი გაკპომ გაიტანა.
ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს 15 ქულით „ლივერპული“ იკავებს, „რეალი“ კი 6 ქულით 24-ე ადგილზეა.