ლესტერს ნისტელროი ჩაიბარებს | რომანო
„ლესტერი“ აპირებს რუუდ ვან ნისტელროი მთავარ მწვრთნელად დანიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მისი ცნობით, კონტრაქტი უკვე მზადაა და მალე ნიდერლანდელი სპეციალისტი სტივ კუპერს შეცვლის, რომელმაც გუნდი მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაიბარა.
ნისტერლოი ცოტა ხნის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითი მწვრთნელი იყო და გუნდი რუბენ ამორიმის მისვლის შემდეგ დატოვა.