ორი გუნდით და ორი მსაჯით დუბაიში | რაგბი
Aa
Aa

ორი გუნდით და ორი მსაჯით დუბაიში | რაგბი

28 ნოემბერს საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრები, ასევე ორი ჩვენი მსაჯი, დუბაიში გაემგზავრება, სადაც ტრადიციული, 7-კაცა სეზონის გახსნის ზეიმი იმართება.

29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, 7-კაცა და 7-ქალა მსოფლიო სერიების პარალელურად, დუბაიში რამდენიმე სხვადასხვა დონის ტურნირი იმართება. რანგით და ინტერესით მეორე ადგილზეა 7-კაცას და 7-ქალას საერთაშორისო წვეულთა ტურნირი, სადაც წამყვანი სარაგბო ქვეყნების პირველი და მეორე ნაკრებები, ასევე პროფესიული და წვეული რაგბი7-ის გუნდები თამაშობენ.

საქართველოს 7-კაცა დუბაის ტურნირზე `განვითარებადი საქართველოს” სახელით გამოდის. შარშან მან ფინალში ითამაშა, წელს კი ჯგუფურ ეტაპზე 29 ნოემბერს Scimitar Storm-ს და Aktau Kaspiy-ს, ხოლო 30 ნოემბერს „ბიარიცს“ ეთამაშება.

7-კაცას საერთაშორისო წვეულთა ტურნირზე მსაჯადაა მიწვეული სულხან ჩიხლაძე. ჩიხლაძისთვის ეს უკვე მესამე დუბაის ტურნირია.

საქართველოს 7-ქალა დუბაის საერთაშორისო წვეულ ტურნირზე ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. დუბაიში გოგონები ჯგუფურ ეტაპზე სამ თამაშს გამართავენ - 29 ნოემბერს სამხრეთ აფრიკის პირველ და ირლანდიის მეორე ნაკრებთან, ხოლო 30 ნოემბერს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გუნდთან.

საქართველოს 7-ქალას მოთამაშე მარიამ გოგუაძე, დუბაიში მსაჯის რანგში მიემგზავრება. ქართული რაგბის ქომაგმა კარგად იცის, რომ გოგუაძე თამაშის პარალელურად მოქმედი მსაჯიცაა, რამდენიმე საერთაშორისო მატჩში (15-კაცა) გვერდით მსაჯადაც იყო მივლენილი, ახლა კი ძალებს 7-ქალას მსაჯობაშიც მოსინჯავს.

წყარო: Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7-ქალა დუბაიში ბრუნდება
7-ქალა დუბაიში ბრუნდება