„კვარას ტალანტი უდავოა, მაგრამ...“, - ნაპოლის ექს სპორტული დირექტორი
„ნაპოლის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, პიერპაოლო მარინომ „რომასთან“ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას რეაქციაზე ილაპარაკა, როდესაც ის მოედნიდან გაიყვანეს და ამის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.
„კვარაცხელიას ტალანტი უდავოა, მაგრამ როდესაც ის საკუთარ თავს აძლევს იმის უფლებას გააკეთოს ასეთი ჟესტები, ეს მისი თანაგუნდელების მიმართ, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე არიან, ლამაზი საქციელი არ არის.
ვფიქრობ, „ნაპოლი“ ის გუნდი არ არის, რომელიც ლიდერების სიიდან გავარდება. ეს არის კარგად აღჭურვილი კლუბი, რომელსაც სკუდეტოს მოგება შეუძლია“, - თქვა მარინომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „რომა“ 1:0 დაამარცხა, „კვარა“ კი 67-ე წუთზე გაიყვანეს. 13 ტურის შემდეგ, „პარტენოპეის“ 29 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.