იბერია 1999, კოლხეთი 1913
Aa
Aa

ჩემპიონობა დროებით გადაიდო - იბერია 1999-მა ქულები დაკარგა

ჩემპიონობისთვის მებრძოლმა იბერია 1999-მა კოლხეთი 1913-ს უმასპინძლა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში მე-7 წუთზე კოხრეიძემ გახსნა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. მეორე ნახევარში სტუმართა გუნდმა კოლოსალური უპირატესობა მოიპოვა.

73-ე წუთზე ახალაძემ წონასწორობა აღადგინა. იბერიას წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ 79-ე წუთზე კოხრეიძემ პენალტი ვერ გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამარჯვების შემთხვევაში, იბერია Crystalbet ეროვნული ლიგის ჩემპიონი ხდებოდა, თუმცა დროებით გადაიდო. შემდეგ ტურში, კორღალიძის შეგირდები გაგრას ესტუმრებიან.

ცნობისთვის, Crystalbet ეროვნული ლიგის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. იბერია 1999 პირველ პოზიციას 71 ქულით იკავებს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისის ტორპედოს 67 ქულა აქვს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ...“ - იტალიელი ჟურნალისტი
„კვარას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ...“ - იტალიელი ჟურნალისტი