ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა დათრგუნულია 1 მიზეზით...“ - რას ამბობს იტალიელი ჟურნალისტი

ნეაპოლელმა ჟურნალისტმა, დარიო სარნატარომ „რომასთან“ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას რეაქციაზე ილაპარაკა, როდესაც ის მოედნიდან გაიყვანეს და ამის გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.

მისი თქმით, ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ჯერ ბოლომდე არ ენდობა, რადგან გუნდი ვერ ახერხებს შექმნილი მომენტების გამოყენებას.

მეორე ნახევარში მან შეცვალა კვარა, რომელიც თამაშის დასაწყისში ყველაზე აქტიური იყო. ის მოედნიდან გაღიზიანებული გავიდა, რადგან გრძნობს, რომ მისგან ბევრს ელოდებიან. კვარა ძალიან სენტიმენტალური ადამიანია და სწორედ ამიტომ გამოხატავს იმედგაცრუებას, როდესაც ცვლიან. ის დიდი წნეხის ქვეშაა იმ მოლოდინების გამო, რასაც მისგან ელიან და უნდა ყველაფერი თვითონ გააკეთოს - ჩემთვის ის შეუცვლელი მოთამაშეა“, - განაცხადა სარნატარომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „რომა“ 1:0 დაამარცხა, „კვარა“ კი 67-ე წუთზე გაიყვანეს. 13 ტურის შემდეგ, „პარტენოპეის“ 29 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს“ | რა თქვა ფედელემ კვარაცხელიაზე
„ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს“ | რა თქვა ფედელემ კვარაცხელიაზე